მთავარი   ფორუმი   ჩვენს შესახებ   კონტაქტი
ვებ გვერდზე მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება და კორექტირებები, თუ ვინმეს მოგეპოვებათ რაიმე ინფორმაცია რაც ვებ გვერდს გამოადგება გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი ბმულის საშუალებით დააჭირეთ აქ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვ ე ლ ი ს ც ი ხ ე

    ველისციხე ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში. წყაროებში პირველად იხსენიება მეხუთე საუკუნეში, როგორც ერთ-ერთი ფორპოსტი ირანის აგრესის წინამდეგ. იგი იყო ჰერეთის პოლიტიკური ცენტრი და მნიშვნელოვანი ციხე სიმაგრე (ქართული საფჭოთა ენციკლოპედია,ტომი მე-4,გვ 351) ”ქართლის ცხოვრებაში,” კერძოდ, ჯუანშერის ქრონიკაში, 502 წელსაა მოხსენებული.”... და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი და ჭერმის ციხე და ველისციხე”. ამ პერიოდისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი, დასახლებული სტრატეგიული პუნკტი და ჰერეთის პოლიტიკური ცენტრი ყოფილა. ფეოდალური ხანი საქართველოს უდიდესი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი ნაშრომში ”აღწერა სამეფოსა საქართველოსა” ფრიად საინტერესო ცნობებს გვაწვდის ველისციხის შესახებ. ”ალაზანს დასავლეთიდან ჭერმის წყალი-ამ წყალსა ზედა არს, ალაზნის ველსა ზედა, ველისციხე...” ამავე ნაშრომში ისტორიკოსი სოფელს მცირე ქალაქად მოიხსენიებს. ცხადია, ვახუშტი ბატონიშვილმა ნათლად დაინახა სოფლის ყოველდღიური ცხოვრება (არსებული) ქალაქური ყოფის არსებული ელემენტები, რითაც განასხვავა მეზობელი დასახლებული პუნქტებისაგან მოსახლეობის რაოდენობითა და ეროვნული სოციალური შემადგენლობით. ველისციხე მტერს სამჯერ აუოხრებია, სამჯერვე გაუუკაცრიელიბია, მაგრამ თავისი მოხერხებული მდებარეობის გამო სამჯერვე აუღორძინებულა. სოფელში ექვსი საეკლესიო ნაგებობაა, ღვთიშობლის სახელზეა აგებული ორი ეკლესია, რომელთაგან ერთი I;V-V საუკუნით თარიღდება, მეორე კი XIXს-ის დასაწისს მიეკუთნება, რომელიც XIXს-ის ბოლოს მონოფიზიტური ეკლესიას სომხურ მრევლს გადასცეს დროებით მფლობელობაში. მათ კი თავიანთი წესებით გადააკეთეს. სიფლის მღვდლის, დეკანოზ მამა იოვანეს ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით მრევლმა თანხა გაიღო, ძირითადი შემოწირულობა შეგროვდა საზღვარგარეთ მცხოვრები ველისციხელების მიერ, რამაც საშვალება მისცა მორწმუნე საზოგადოებას მართმადიდებლური წეს-კანონებით აღდგენილიყო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და დღეს იქ წირვა-ლოცვა აღევლინება და სათანადო პატივი მიეგება ჩვენს გამორჩეულ მეოხს წმინდა გიორგის.



P.S.
საიტზე გამოყენებულია ქალბატონ მ. ჯაჭვაძის და
ქალბატონ ნ. კარდენახლიშვილის ნაშრომები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მთვლელები

  ©  2010     ყველა უფლება დაცულია                                                                                                                                                      ვებ გვერდის შექმნაზე იზრუნა სტუდიამ    WEB DEVELOPER